მაღაზიის მეპატრონემ ქურდს თმა შეაჭრა

მაღაზიის მეპატრონემ ქურდს თმა შეაჭრა

ჩინეთში მაღაზიის მეპატრონემ ლუ სუნმა ქურდი ქალი უცნაურად დასაჯა.

ლუს მაღაზია ბოლო 2 კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გაძარცვეს და ერთ-ერთი საეჭვო ვიზიტორის სტუმრობისას მოთმინების ფიალა აევსო.

"საშინელებაა, როდესაც შენს ნივთებს თვალწინ გპარავენ. როდესაც დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემს მაღაზიას კარგი დღე არ დაადგებოდა. უსირცხვილოდ დადიოდა განყოფილებებს შორის და მხოლოდ ძვირადღირებულ სამოსს ათვალიერებდა. დავინახე, რომ კაბა ჩანთაში ჩადო და მაღაზიის დატოვება დააპირა. მივეპარე, დავიჭირე და გრძელი თმა ძირში მოვაჭერი. ქალისთვის გრძელი თმა ფუფუნებაა - ეხლა კაცივით მოკლე ვარცხნილობით იაროს", - ამბობს მაღაზიის მეპატრონე.

ქურდი ვინმე ლი ვუა. პოლიციამ ქურდი დააპატიმრა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს