71 წლის ქალი მეზობლებმა სახლში გამოკეტეს

71 წლის ქალი მეზობლებმა სახლში გამოკეტეს

ახალციხეში მცხოვრებ 71 წლის ჯულიეტა გასპარიანს მეზობლებმა სახლიდან გასასვლელი კარი ამოუშენეს. სამი დღეა იგი გარეთ ვერ გამოდის. მოხუცს საჭმელსა და წყალს მეზობლები აწვდიან.

შენობაში, რომელსაც ერთი შესასვლელი აქვს, გასპარიანის ახლობლებიც ცხოვრობენ. მათ შესასვლელით სარგებლობა ქალბატონს რამდენიმე წლის წინ აუკრძალეს და წლების განმავლობაში გარე სამყაროს მეზობლის, რობერტ მკრტიჩიანის ეზოს საშუალებით უკავშირდებოდა. სამი დღის წინ კი მკრტიჩიანმა იმის გამო, რომ საცხოვრებელი ბინა გაეყიდა, შესასვლელი აგურით ამოაშენა.

"ორი თვეა ბინა გავყიდე. ახალი მფლობელი მეუბნებოდა ჩემს ეზოში სხვას არ ვატარებ და ამოაშენეო. იძულებული გავხდი ასე მოვქცეულიყავი. სანამ აქ ვცხოვრობდი, პრობლემა არ იყო, სახლში ჩემი ეზოს საშუალებით შედიოდა" - ამბობს რობერტ მკრტიჩიანი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა