მიშელ ობამა ლესბოსელს ეჩხუბა

მიშელ ობამა ლესბოსელს ეჩხუბა

აშშ-ის პირველ ლედის, მიშელ ობამას აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საქველმოქმედო ფესტივალზე გამოსვლა შეაწვიტინეს - ლგბტ აქტივისტმა მისი მისამართით აგრესიული რეპლიკები ისროლა.

56 წლის აქტივისტმა ელენ შტურცმა ობამას სიტყვა გააწყვეტინა  და ჰომოსექსუალებისთვის თანასწორი უფლებების მინიჭების შესახებ საპრეზიდენტო ბრძანების გამოცემა მოითხოვა. პირველი ლედი დარბაზში აქტივისტთან ჩავიდა და მას ულტიმატუმი წაუყენა: "ან სიტყვას დამასრულებინებთ, ან აიღებთ მიკროფონს და თავად ისაუბრებთ. მაგრამ ამ შემთხვევაში, მე დავტოვებ დარბაზს. ეს თქვენი არჩევანია." შტურცმა ყვირილი გააგრძელა, რის შემდეგაც დაცვამ ის დარბაზიდან გაიყვანა.

ბოლოს შტურცმა განაცხადა, რომ ობამას გამოსვლის ჩაშლას არ აპირებდა და სურდა დემოკრატიული პარტიის წევრების ყურადღება გეების დასაქმებისკენ მიექცია. "იმ ახალგაზრდა ადამიანებსა და ბავშვებზე ვსაუბრობ, რომელთაც ყოველდღიურად, პირდაპირ თუ ირიბად, ეუბნებიან, რომ ისინი მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არიან",- განმარტა შტურცმა. მას ასევე დასძინა, რომ ფესტივალის საქველმოქმედო ფონდში შემოწირულობა გადარიცხა.

72-მა კონგრესმენმა აშშ-ის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნეს თხოვნით, გამოეცა დირექტივა, რომელიც სახელმწიფო სამსახურებში მიღებისას გეების დისკრიმინაციას გამორიცხავდა.

მომზადებულია The Huffington Post-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს