შიდა ქართლში დანიშნული საჯარო მოხელეები ჭარბობენ გათავისუფლებულებს

შიდა ქართლში დანიშნული საჯარო მოხელეები ჭარბობენ გათავისუფლებულებს

შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჯამში 267 თანამშრომელი გათავისუფლდა, ხოლო მათ ნაცვლად 316 ახალი თანამშრომელი დაინიშნა. ეს სტატისტიკა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა, ქეთევან ბებიაშვილმა წარმოადგინა. ბებიაშვილის თქმით, ახალი თანამშრომლების მისაღებად შესარჩევი კონკურსი მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, თუმცა ისიც დარღვევებით.

მუნიციპალიტეტების მიხედვით, ყველაზე მეტი თანამშრომელი გორის გამგეობამ გაათავისუფლა, კერძოდ გათავისუფლებული 74  საჯარო მოხელე 101-მა ახალმა თანამშრომელმა ჩაანაცვლა. კასპის გამგეობაში 56 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათ ნაცვლად კი 85 ახალი კადრი დაინიშნა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა