ბრიტანელი ბავშვების მესამედს ჰგონია, რომ ყველი ხეზე იზრდება

ბრიტანელი ბავშვების მესამედს ჰგონია, რომ ყველი ხეზე იზრდება

ბრიტანეთის დაწყებით სკოლებში, მოსწავლეთა მესამედს ჰგონია, რომ ყველი ხეზე იზრდება. ეს შედეგები ბრიტანეთის კვების ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა.

კვლევაში მონაწილეობა 27 500-მა მოსწავლემ მიიღო. მათგან 29%-ი ფიქრობს, რომ ყველი ბოსტნეულია და ”ყველის ხეზე” იზრდება.

გამოკითხულ მოსწავლეთა 18%-ის აზრით, კიბორჩხალას ჩხირები ქათმის ხორცისგან მზადდება, ხოლო ბრიტანეთში ყოველი მეათე ბავშვი ფიქრობს, რომ პომიდორი მიწის ქვეშ იზრდება.

მომზადებულია global-news.com.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს