ვერტმფრენი, რომელიც "აზრის ძალით" იმართება

ვერტმფრენი, რომელიც "აზრის ძალით" იმართება

მინესოტას უნივერსიტეტის სტუდენტებმა მცირე ზომის ვერტმფრენის - კვადროკოპტერის მართვის უნიკალურ მეთოდს მიაგნეს. მოწყობილობას ფრენა "ხელების გარეშე", მხოლოდ "აზრის ძალის" გამოყენებით შეუძლია. მკვლევარებმა ტვინის ელექტროიმპულსების მართვად სიგნალებად გარდაქმნის ტექნოლოგია შეიმუშავეს. 

ექსპერიმენტში ხუთი ადამიანი მონაწილეობდა. ამოცანას თითოეულმა მათგანმა წარმატებით გაართვა თავი. მათი "აზრების" აღსაქმელად ელექტროენცეფალოგრაფი გამოიყენეს, რომელსაც იმპულსები სპეციალურ ქუდზე დამაგრებული 64 ელექტროდიდან გადაეცემოდა. ქუდი ექსპერიმენტში მონაწილე სტუდენტის თავზე ტვინის სხვადასხვა ზონების აქტივობას აფიქსირებდა.

ექსპერიმენტის მსვლელობისას მოხალისეები ეკრანზე კვადროკოპტერის გამოსახულებას უყურებდნენ, მისი მართვისთვის კი წარმოსახვაში მარჯვენა, მარცხენა ან ორივე ხელს წარმოიდგენდნენ - ეს აპარატს მარჯვნივ, მარცხნივ ან დაბლა დაწევას აიძულებდა.

ამ ტექნიკის დასაუფლებლად სტუდენტებმა წინასწარი მომზადება გაიარეს. თავდაპირველად მათ ეკრანზე კურსორის მარჯვნივ ან მარცხნივ მოძრაობა ისწავლეს, შემდეგ - ორგანზომილებიანი ამოცანების დაძლევა, მომდევნო ეტაპზე ვერტმფრენის კომპიუტერული მოდელი აითვისეს, საბოლოოდ კი ნამდვილ კვადროკოპტერთან იმუშავეს.

ვერტმფრენი თითქმის ტრადიციული მართვის სიმაღლეზე დაფრინავს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს