გასახდომად ენაზე პლასტიკურ ოპერაციას იკეთებენ

გასახდომად ენაზე პლასტიკურ ოპერაციას იკეთებენ

დიეტაზე მყოფი ადამიანები ვარჯიშობენ სპორტდარბაზში, უარს ამბობენ ნოყიერ კერძებზე, ყოველდღიური რაციონიდან იღებენ ცომეულს, მაგრამ ვენესუელელი ქალები უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავენ - ენაზე პლასტიკურ ოპერაციას იკეთებენ, რათა საკვების მიღებისას ძლიერი ტკივილი იგრძნონ და გემრიელად ვეღარ შეჭამონ.

პლასტიკური ოპერაციის დროს, ქალებს ენაზე საფოსტო მარკის ზომის ხორკლიან ფირფიტას აკერებენ. როდესაც ჭამას გადაწყვეტთ, ენაზე დაკერებული მასალის წყალობით საშინელ ტკივილს იგრძნობთ და ჭამის სურვილი გაგიქრებათ. პროცედურას "საოცარი სახვევი" (Miracle Patch) ჰქვია. ვენესუელელმა ქალებმა ამ მეთოდით თვეში 13 კილო დაიკლეს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს