პარლამენტის აპარატის უფროსი: "პარლამენტში ჩაწყობები ზღაპარია"

პარლამენტის აპარატის უფროსი: "პარლამენტში ჩაწყობები ზღაპარია"

პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე newpress.ge -ს მიერ გავრცელებულ მასალას, "პარლამენტში გამოცხადებულ ვაკანსიებზე თანამშრომლები წინასწარ ჰყავთ აყვანილი?" გამოეხმაურა. მარაქველიძის თქმით, საიტზე განთავსებული ინფორმაცია, რომ პარლამენტში გამოცხადებულ ვაკანსიებზე თანამშრომლები წინასწარ ჰყავთ აყვანილი, არასერიოზულია.

პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადებულ კონკურსში საბუთების მიღება მიმდინარე წლის 7 მაისიდან დაიწყო და 20 მაისის ჩათვლით გრძელდებოდა. სულ 3 000 -მდე განაცხადი შემოვიდა, თუმცა საბუთების შევსებისას 1500 -მა ადამიანმა ხარვეზები დაუშვა.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მეტმა კვალიფიციურმა კადრმა მიიღოს კონკურსში მონაწილეობა. ამიტომ ამ ადამიანებს ხარვეზების გამოსწორების ვადა მივეცით. ნაცნობ-მეგობრობა და ჩაწყობა რომ ყოფილიყო, ეგ არ მოხდებოდა. გარდა ამისა, პარლამენტის გვერდზე კონკურსში მონაწილე პირებისათვის 5 000 ტესტი გამზადდა, რომ მათ წინასწარ მომზადება შეძლონ", - ამბობს ზურაბ მარაქველიძე.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა