სასოფლო-სამეურნეო მაღაზიები ეტაპობრივად შემოწმდება

სასოფლო-სამეურნეო მაღაზიები ეტაპობრივად შემოწმდება

სასოფლო-სამეურნეო მაღაზიები ეტაპობრივად შემოწმდება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მაღაზიების მონიტორინგი ყოველდღიურად ხორციელდება, რათა ფერმერებმა უპრობლემოდ შეძლონ, საბაზრო ღირებულებით ყველა საჭირო ინვენტარის და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის საჭირო საქონლის შეძენა.

შეგახსენებთ, ბარათების განაღდებისას ხარვეზების თავიდან აცილების, ასევე დარღვევების აღმოჩენის მიზნით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში შექმნილი მონიტორინგის 15 სპეციალური ჯგუფი, საქართველოს მასშტაბით არსებულ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებს ყოველდღიურად ამოწმებს.

დღეის მდგომარეობით, მონიტორინგის ჯგუფების მიერ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო ინვენტარზე ფასების ხელოვნურად გაზრდის გამო, ქვეყნის მასშტაბით 160 მაღაზია 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. დარღვევების აღმოჩენის გამო კახეთის რეგიონში სულ 33 მაღაზიაა დაჯარიმებული, მათ შორის თელავში - 6. დარღვევების გამო პროექტიდან 4 სასოფლო-სამეურნეო მაღაზია მოიხსნა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ