სალომე ზურაბიშვილი - "სააკაშვილი ამ პროვოკაციის ნაწილია"

სალომე ზურაბიშვილი - "სააკაშვილი ამ პროვოკაციის ნაწილია"

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავღანეთში პრეზიდენტის ბოლო ვიზიტისა და "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეორგოლის კავშირზე საუბრობს.

"ჯერ დავმარხოთ ბიჭები, მერე დავფიქრდეთ და შევაფასოთ სიტუაცია... რაღაც სცენარი იწერება უჩვენოდ და არა ჩვენ სასიკეთოდ... ამას უნდა წყნარად გააზრება და მშვიდად პასუხის გაცემა.... სააკაშვილი ამ პროვოკაციის ნაწილია და მისი 26 მაისის მოგზაურობა და ადგილზე გამომწვევი კითხვები შემთხვევითი არ იყო, რომ მოდელირებული კლიპები ისე არ გაჩნდა რომ ვინმეს და არა თალიბებს არ დაეგეგმა... ეს ყველაფერი ვის აწყობს????? ფრთხილი და გონივრული პასუხის დროა და არა ქუჩის აქციების!!!!!", - წერს ზურაბიშვილი.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლასაც ეხმაურება:

"მიშა როგორ ბედავს ახლა გამოსვლას, როცა მისი საჯარო უპასუხისმგებლო ნათქვამის შემდეგ ასეთი ტრაგედია დატრიალდა... მისი ბრალი თუ არა მორიდება და ნამუსი მაინც კარგი საქონელია!", - წერს ზურაბიშვილი

მისი თქმით, გუშინ გავრცლებული ვიდეოები საქართველოში ნატოს საწინააღმდეგო განწყობის შექმნას ემსახურება.

"რამდენი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება!!!! ახლა შევედი აპატურაის ვებ-გვერდზე სადაც არაფერი მსგავსი არ დევს... ძალიან უცნაური კი იქნებოდა რომ "ფეისბუქის" გვერდზე აღმოჩნდეს ასეთი ინფორმაცია სანამ ქვეყანაში ოფიციალურ წყაროებიდან არ არის გავრცელებული... და სავარუდოდ არც არსებული! დასკვნა ერთია, რომ აქტიურად მუშაობენ ჩვენში ანტინატო განწყობის შექმნაზე და გავრცელებული ვიდეოები და ასეთი ინფორმაცია ამას ემსახურება!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს