"მის მსოფლიო" ბიკინის დეფილეზე უარს იტყვის

"მის მსოფლიო" ბიკინის დეფილეზე უარს იტყვის

სილამაზის კონკურსი "მის მსოფლიო", რომელიც სექტემბერში, ინდონეზიის კუნზულ ბალიზე გაიმართება, საცურაო კოსტუმების დეფილეზე უარს იტყვის. ასეთი ნაბიჯი ღონისძიების ორგანიზატორებმა კუნძულის მორწმუნე მოსახლეობასთან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად გადადგეს.

ადრე ინდონეზიის ისლამური საბჭოს წარმომადგენლები "მის მსოფლიოს" ჩატარების წინაღმდეგ გამოვიდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კონკურსი ახალგაზრდა მუსულმანებისთვის მიუღებელია. ისლამური საბჭო ინდონეზიის ტერიტორიაზე კონკურსის აკრძალვას ითხოვდა.

კონკურსის ადმინისტრაციის წარმომადგენელის განცხადებით, საორგანიზაციო კომიტეტი ყველა მონაწილე ქვეყნის ტრადიციებსა და წესებს პატივს სცემს.

კონკურსი "მის მსოფლიო" 2013 წლის 28 სექტემბერს გაიმართება. 

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს