ცოტნე გამსახურდია - "ნუ ამადლით თქვენს სისხლს და დოლარებს ნურავის"

ცოტნე გამსახურდია - "ნუ ამადლით თქვენს სისხლს და დოლარებს ნურავის"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

"ვკითხულობ ახლა მეგობრების პოსტებსდა კომენტარებს... ხალხო, ამიხსენით, ნუთუ გჯერათ, რომ ავღანეთში ვინმე ძალით მიჰყავთ?! რიგი დგას წამსვლელების, ოღონდ ხელფასზე დარიცხვები მიიღონ! თქვენი დაუფიქრებელი, აბსურდული ეპითეტები მათ მხოლოდ უძლიერებს მოტივაციას და არარეალურ, ილუზორულ სამყაროში ამყოფებთ. რა გმირები და რის ვაჟკაცები, მონასპის ვაჟკაცობა ვინ გაიგონა?

ახლა კიდევ გამოვა ვინმე "ჰუმანისტი" და დაიწყებს გამართლებას, აი, გაჭირვებამ ქვეყანაში, ეშმაკმა, მასონებმა, სომხებმა, ნაცებმა და ა.შ. მიგვიყვანეს ამ დონემდეო. არა, ეგ ყველაფერი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების რეცეპტებია! თუ მიდიხარ, იმის ტრ...ც უნდა გქონდეს, რომ პასუხი აგო შენს საქციელზე და გაჭირვება ინდულგენცია არაა! ეს არის ქვეყანა, სადაც გლოვობენ რამოდენიმე დაქირავებულს, ვინც თვეში რამდენიმე ასეული დოლარით მეტის ასაღებად ყიდის საკუთარ და სხვის სიცოცხლეს, მაგრამ არ ახსოვთ: აქ წელიწადში დაახლებით ორი ათასი უმანკო, ანგელოზი ბავშვი შიმშილით კვდება. ნუ ამადლით თქვენს სისხლს და დოლარებს ნურავის, ბლიად! ცოტა მეტი რომ გადაგიხადონ, ჩვენც მოგვკლავდით! ასე ბევრჯერ მომხდარა ამ ქვეყანაში", - წერს ცოტნე გამსახურდია.

გუშინ ავღანეთში ქართულ ბაზასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 9 კი დაიჭრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო ავტომანქანა ააფეთქა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს