ბეჭედი, რომელიც ქორწინების წლისთავს შეგახსენებთ

ბეჭედი, რომელიც ქორწინების წლისთავს შეგახსენებთ

ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ საკუთარი ქორწინების დღე. თუმცა Alaska Jewelry-ის ბეჭედი ამ პრობლემას ადვილად მოგიგვარებთ. ის ქორწინების წლისთავამდე ერთი დღით ადრე ცხელდება და ფერს იცვლის, რითაც შეგახსენებთ, რომ მეორე დღეს აუცილებლად უნდა მიულოცოთ მეუღლეს ქორწინების წლისთავი.

აქსესუარი ერთი შეხედვით ისევე გამოიყურება, როგორც ყველა ჩვეულებრივი ბეჭედი, თუმცა მათგან განსხვავებით, აღჭურვილია თერმული ტექნოლოგიით, რომლის მეშვეობით ქორწინების წლისთავამდე ერთი დღით ადრე 120 გრადუსი ფარენგეიტით ცხელდება და ფერს იცვლის.

ბეჭდის ტემპერატურა ეტაპობრივად, ყოველ 10 წამში ცხელდება, სანამ საბოლოო ტემპერატურას არ მიაღწევს. აქსესუარში საათი-მიკროჩიპია ჩამონტაჟებული, რომლის ბატარეა სხეულის ტემპერატურით იკვებება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბეჭედში მოთავსებული ხელსაწყო არასდროს ითიშება.

ბეჭედი დახლებზე მალე გამოჩნდება, ის თეთრი და ყვითელი ოქროსგან დამზადდება და მისი ფასი 760 დოლარი იქნება.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს