სოციალურად დაუცველთა ოჯახში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

სოციალურად დაუცველთა ოჯახში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ოზურგეთში მცხოვრები 4 წლის თამარ ხუციშვილი, რომელიც გამუდმებით ავადმყოფობდა, 7 ივნისს გარდაიცვალა. ოჯახში ოზურგეთის რაიონული პოლიცია იმყოფებოდა, რომელმაც მშობლები და ექიმი დაკითხა. ხუციშვილების მეზობლების ნაწილი მშობლების უყურადღებობაზე საუბრობს, ნაწილი კი ხელისუფლებას ადანაშაულებს. უყურადღებობაში ხელისუფლებას გარდაცვლილი პატარას მშობლებიც ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, დახმარებას მთავრობისგან ითხოვდნენ, თუმცა ყველა უარით ისტუმრებდა, რადგან მათ სოციალური დახმარება ჰქონდათ. თამარის დედამ დახმარება ახალ ხელისუფლებასაც სთხოვა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე მას 100 ლარით დაეხმარა. წარმოშობით ოზურგეთელმა ბიზნესმენმა, გია ცეცხლაძემ კი პატარა თამარის წამლებისთვის, გაჭირვებულ ოჯახს 200 დოლარი გამოუგზავნა. თუმცა ამ ერთჯერადი შემწეობებით ოჯახი ვერაფერს გახდა და პატარა გოგონას გადარჩენა ვერ შეძლო.

"მე ვიცი ჩემს შვილს რა სჭირდებოდა, სულ წამლებში მყავდა. აქაური ექიმები ვერაფერს უკეთებდნენ, თბილისში რომ ჩავიყვანე ერთი თვის წინ ჩირქი ამოუღეს ფილტვებიდან. აქ მარტო ანთების ნემსს უკეთებდნენ. რომ დამეხმარნენ, თანხა გამომიგზავნეს და იმით წამლები ვუყიდე, ნაწილით საჭმელი ვიყიდე და გზის ფული მქონდა შენახული, რომ ამ შაბათ -კვირას თბილისში ისევ წამეყვანა. ორი დღე ჰქონდა სიცხე, წუხელ გახდა ცუდად, წყალს მთხოვდა გამუდმებით, გათენებას დაველოდე, რომ ექიმთან წამეყვანა. ამ დილას კი უფრო ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოვუძახეთ. რომ მოვიდა, ბავშვი უკვე მკვდარი იყო", - ამბობს გარდაცვლილი გოგონას დედა, ჟუჟუნა ჭაღალიძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა