ელისაბედ მეორემ პირდაპირი ეთერის დროს BBC-ის სტუდიაში შეიჭყიტა

ელისაბედ მეორემ პირდაპირი ეთერის დროს  BBC-ის სტუდიაში შეიჭყიტა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ახალი ამბების პირდაპირი ეთერის დროს ტელერადიოკორპორაცია BBC-ის სტუდიაში გამოჩნდა. ინციდენტი ტელევიზიის ახალ შენობაში დედოფლის ვიზიტისას მოხდა. ახალ პავილიონებში ექსკურსიის დროს ბრიტანეთის დედოფალმა ერთ-ერთ სტუდიაში მინის მიღმა შეიხედა, სადაც პირდაპირ ეთერში ახალი ამბები გადიოდა. გადაცემის ნაწყვეტი BBC News-ის საიტზეა გამოქვეყნებული.

მის გამოჩენას ახალი ამბების წამყვანები და კორპორაციის თანამშრომლები სიცილითა და აპლოდისმენტებით შეხვდნენ. წამყვანებმა ჯულიან ვორაკერმა და სოფი ლონგმა  მაყურებელს ზურგი შეაქციეს და დედოფალს დიდხანს უცქერდნენ. ვორაკერმა აღიარა, რომ ეს "ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გადაცემა იყო, რაც BBC-ის ეთერში ბოლო დროს გასულა".

ელისაბედ მეორემ ტელერადიოკორპორაციის ახალი შენობა ოფიციალურად გახსნა: "იმედი მაქვს, შენობა მომავალშიც შესანიშნავად მოგემსახურებათ, დღეს კი მე მას დიდი სიხარულით გახსნილად ვაცხადებ",- განაცხადა ბრიტანეთის დედოფალმა.

ახალ შენობაში ცხრა რადიოსადგური, სამი 24-საათიანი ტელევიზია, ყველა ახალი ამბების რედაქცია და ასევე BBC-ის უცხოენოვანი სამსახურებია განთავსებული. კორპორაციაში 6 000 ადამიანი მუშაობს. 

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს