ალინა კაბაევა - პუტინის იდუმალი საყვარელი

ალინა კაბაევა - პუტინის იდუმალი საყვარელი

6 ივნისს ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს ოფიციალურად განუცხადა მეუღლესთან, ლუდმილა პუტინასთან დაშორების შესახებ. წყვილი უკანასკნელ წლებში საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა, რაც პრესის მუდმივი ინტერესის და მითქმა-მოთქმის მიზეზი იყო. ამბობდნენ, რომ ცოლ-ქმარი 2008 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობდა. 60 წლის პუტინს, რომელიც ლუდმილა პუტინაზე თითქმის 30 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული, მასთან ორი ქალიშვილი ჰყავს.

2008 წლიდან, პრეზიდენტის ქალების ხსენებისას, პრესაში მუდმივად მუსირებს ერთი სახელი - ალინა კაბაევა. 30 წლის სექსუალური ტანმოვარჯიშე მრავალი წელია რუსეთის პირველი პირის ფარული სიყვარულია. მათი ურთიერთობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, თუმცა მედია და ცნობისმოყვარე საზოგადოება მათ საერთო შვილებზეც საუბრობს. ახლა კი, პუტინის ოფიაციალური განქორწინების შემდეგ იმაზეც ალაპარაკდნენ, რომ პრეზიდენტი იდუმალი საყვარელის "დღის შუქზე" გამოყვანას აპირებს. ამას კატეგორიულად უარყოფს პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი: "მის ცხოვრებაში არ არის სხვა ქალის და საოჯახო საქმეების ადგილი. პრეზიდენტისთვის მთავარი მისი მოვალეობებია ქვეყნისადმი".

რაც შეეხება კაბაევას. იგი 2004 წელს ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა მხატვრულ ტანვარჯიშში. 2008 წელს უმშვენიერესი რუსი სპორტსმენი პარლამენტარობამდე დაწინაურდა და ამჟამადაც "ედინაია რასიას" წევრია. ამასთან, ბავშვთა საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს. 2013 წლის მაისში, რუსეთის პირველ არხზე დოკუმენტური ფილმის "Кабаева"-ს პრემიერა შედგა. ფილმში სექსუალური პარლამენტარი არ ადასტურებს შვილების ყოლას და მოხერხებულად გაურბის საუბარს ვლადიმერ პუტინზე.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს