გოგა ხაჩიძე - ვანო მერაბიშვილი ჯიჰადის კლიპების დამამზადებლებს 24 საათში ამოაგდებდა

გოგა ხაჩიძე  - ვანო მერაბიშვილი ჯიჰადის კლიპების დამამზადებლებს 24 საათში ამოაგდებდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის "ფეისბუქით" გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მინისტრმა "თალიბების" სახელით ინტერნეტში გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე გააკეთა.

"სხვათა შორის, თქვენი კუმირი - ვანო მერაბიშვილი, ჯიჰადის კლიპების დამამზადებლებს მაქსიმუმ 24 საათში ამოაგდებდა. ბ-ნო ირაკლი! მიბაძეთ კუმირს!...",- წერს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად ინტენსიურად მუშაობს, რათა დაადგინოს, თუ საიდან მოხდა აღნიშნული ვიდეოს გავრცელება. მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რომელი ქვეყნიდან მოხდა ამ ვიდეოს ატვირთვა. ჩვენ აქტიურად გვეხმარებიან უცხოელი პარტნიორები. ამ ეტაპზე სხვა დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.

პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს, მოვუწოდებ მოსახლეობას სიმშვიდისაკენ და ვაცხადებ, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონეზეა დაცული", - აცხადებს ღარიბაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს