მარტოხელა დედების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

მარტოხელა დედების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

მსოფლიოში მარტოხელა დედების რაოდენობა იზრდება. ოფიციალური სტატისტიკით, ოჯახებში დასაქმებულთა ყველაზე მეტი პროცენტული რაოდენობა ქალებზე მოდის. შესაბამისად, ხშირია განქორწინება და მხოლოდ ბრიტანეთში 1 მილიონზე მეტი ბავშვი უმამოდ იზრდება.

ბრიტანელი სკოლის მოსწავლეების ნაწილს არა მხოლოდ მამა არ ჰყავთ, მათ ოჯახში ძლიერი სქესის წარმომადგენელი (ბიძა, ბაბუა) არასდროს უნახავთ. თუმცა, ეს კვლევა მხოლოდ ბრიტანეთს არ ეხება - მსგავსი სიტუაციაა მრავალ განვითარებულ ქვეყანაში. ბრიტანეთის სოციალური კვლევის ცენტრის მონაცემებით, სამსახურებს მამაკაცებზე იოლად ქალები შოულობენ. ბრიტანულმა ცენტრმა (Family Breakdown), რომელიც განქორწინებული წყვილების მონაცემებს სწავლობს ოფიციალური სტატისტიკა წარმოადგინა - ყოველ წელს განქორწინების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 20 000-ით მატულობს.

ბოლო წლებში დაბადებული ბავშვების 50% მყარ ოჯახში არ ცხოვრობს. დაახლოებით მილიონ ბავშვს მამა არასდროს უნახავს, ან ბავშვთან კონტაქტსა და მზრუნველობაზე მამა თავად ამბობს უარს. ხშირ შემთხვევაში, ბავშვი იჩაგრება - განქორწინებული მშობლების შვილებს უჭირთ მეგობრების შეძენა, სკოლაში დაბალ ნიშნებს იღებენ, ზრდასრულ ასაკში კი ოჯახის შექმნას გაურბიან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს