შვედეთის პრინცესა გათხოვდა

შვედეთის პრინცესა გათხოვდა

შვედეთის პრინცესა მადლენი გათხოვდა. სამეფო ოჯახის წევრის რჩეული ბანკირი კრისტოფერ ო'ნილია, რომელიც მადლენმა ნიუ-იორკში გაიცნო.

საზეიმო ცერემონია სტოკჰოლმში გაიმართა. მას ევროპიდან და ამერიკიდან დაახლოებით 500 სტუმარი ესწრებოდა. პატარძალს თეთრი "ვალენტინოს" კაბა ეცვა, რომლის ფატის სიგრძე 4 მეტრი იყო. საკურთხეველთან იგი მამამ, შვედეთის მეფე კარლ გუსტაფ XVI მიიყვანა. ცერემონიაზე ჰიმნები შვედურ და ინგლისურ ენებზე ჟღერდა, რომელთაც Roxette-ის ყოფილი წევრი მარი ფრედრიკსონი და ბროდვეის მუზიკლის "ოპერის მოჩვენება" ვარსკვლავი პიტერ ჯობაკი ასრულებდნენ. მადლენმა ერთგულებისა და სიყვარულის ფიცი შვედურად წაიკითხა, კრისტოფმა კი ინგლისურად.

30 წლის მადლენი შვედეთის მეფის უმცროსი ქალიშვილია. მეუღლე მას შემდეგ გაიცნო, რაც 2010 წელს საქმროს დაშორდა, რომელმაც უღალატა. მადლენი და 38 წლის კრისტოფერი ნიუ-იორკში ცხოვრობენ. ო'ნილი საბანკო საქმეებითა დაკავებული, შვედეთის პრინცესა კი საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს.

პრინცესა მადლენი შვედეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეთა შორის რიგით მეოთხე პრეტენდენტია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია People-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს