პურის რეალიზაცია საბარგულებში და ნაგვის ურნებთან დაყრილი ყუთებით ხდება

პურის რეალიზაცია საბარგულებში და ნაგვის ურნებთან დაყრილი ყუთებით ხდება

პუ­რის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დროს სა­ნი­ტა­რულ-ჰიგი­ე­ნუ­რი ნორ­მები ხშირ შემთხვე­ვა­ში დარ­ღვე­უ­ლი­ა. "newpress.ge" -ის ფოტო მასალაში ნათლად ჩანს, როგორ არღვევენ რეალიზატორები სანიტარულ ნორმებს და როგორ ხვდება დაბინძურებული პური დახლებზე. პუ­რის ტექ­ნო­ლო­გები გან­მარ­ტავენ, რომ პუ­რის გა­და­ზიდ­ვა სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მოყოფი­ლი ტრან­სპორ­ტით უნ­და ხდებოდეს, რომ­ლი­თაც სხვა სახის ტვირ­თის გადაზიდ­ვა და­უშ­ვებელი­ა. აუ­ცი­ლებელი­ა, ასეთ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლებას ეწე­როს - პუ­რი. თუმ­ცა, ამის ნაც­ვლად, იშ­ვი­ათ შემთხვე­ვებში, ავ­ტო­მან­ქა­ნებზე მხოლოდ მწარმოებლის და­სახელებაა მი­თი­თებული, უფრო ხშირად არა­ნა­ი­რი წარ­წე­რა არ გვხვდება.

"სამ­წუხაროდ, სა­ნი­ტა­რულ ნორ­მებს ქუ­თა­ის­ში არც ერ­თი პუ­რის რე­ა­ლი­ზა­ტო­რი იცავს. წლების წინ, რო­ცა პუ­რის შე­ძე­ნი­სას მის ერთჯერად პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კში ჩა­დებას მო­ვითხოვ­დით, თითქმის ფი­ზი­კუ­რად გვეხებოდ­ნენ გამყიდ­ველები. რო­გორც იქ­ნა, წლების შემ­დეგ, ეს კულ­ტუ­რა და­ი­ნერ­გა ჩვენ­თან", - აცხადებს ქუ­თა­ის­ში მცხოვრები მზია კუ­პა­ტა­ძე.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა