ცოტნე გამსახურდია თეა წულუკიანს - "ეს სტრასბურგი არაა, ძვირფასო"

ცოტნე გამსახურდია თეა წულუკიანს - "ეს სტრასბურგი არაა, ძვირფასო"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ყოფილი პოლიტპატმარი ცოტნე გამსახურდია იუსტიციის საბჭოს წევრთა დანიშვნას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"რაღაც მორიგი ფარსი გათამაშდა... მართალი იყო საია, როცა გალიაში ნებით ჩაკეტილ ჩიტს ადარებდა მოსამართლეთა კორპუსს.

ჩანს, ისე არიან ამდენწლიანი უკანონობით და ამორალური საქციელით შედუღაბებული,

რომ ასე ადვილად არ ეშველებათ, Tsouloukiani Thea... თქვენ ცდილობთ, ამ არამზადების ბანდას

ცივილიზებული საზოგადოების სტანდარტები მოარგოთ, და ასე არაფერი გამოვა. ეს სტრასბურგი არაა, ძვირფასო.

ვფიქრობ, გარკვეული რადიკალიზმი საჭიროა, ერთჯერადად მაინც. იმაზე იზრუნეთ, ეს ერთჯერადობა რომ უზრუნველყოთ...

მაგ. ეს თამარ ალანია ჩემი მოსამართლე იყო სააპელაციოში. "გენაცვალეს" თქმისთვის მიპირებდა გაძევებას! მერე ფან...რი დაიპუტა, მაგრამ პროცესის აუდიო ჩაწერის ნება არ მოგვცა და არც თავად ჩაიწერეს. ბოლოს მაინც გამაძევეს განცხადების გამოქვეყნებისათვის 65 დღის ნაშიმშილარი კაცი, და მომაყოლეს 50-მდე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი და უფლებადამცველი, თან 200-200 ლარით დააჯარიმეს, ბიუჯეტიც შეავსეს ამავე დროს ;) გახსოვს, Ekaterine Beselia?

ახლა კი ეს არსება იუსტიციის საბჭოში აურჩევიათ...", - წერს გამსახურდია.

იუსტიციის საბჭოს წევრთა ვინაობა გუშინ გახდა ცნობილი: ლევან მურუსიძემ - 159 ხმა, ილონა თოდუამ - 153 ხმა, პაატა სილაგაძემ - 146 ხმა, თამარ ალანიამ - 129 ხმა მიიღო. ხოლო ე.წ "ოპოზიციონერი მოსამართლეების" ერთადერთმა რეალურმა კანდიდატმა მაია ბაქრაძემ მხოლოდ 100 ხმა მიიღო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს