ქალმა კორსეტით წელი 40 სმ-მდე დაიწვრილა

ქალმა კორსეტით წელი 40 სმ-მდე დაიწვრილა

ბერლინში მცხოვრებ 24 წლის მიშელ კობკეს ყოველთვის სურდა, ვიწრო და მოხდენილი წელი ჰქონოდა, მაგრამ სასურველი შედეგისთვის დიეტას არ იცავს და არც ვარჯიშით დაღლილა.

კობკეს 3 წლის განმავლობაში ძილშიც კი კორსეტი ეკეთა. მას წელის გარშემოწერილობა 64 სანტიმეტრიდან 40 სანტიმეტრამდე შეუმცირდა. მიშელის თქმით, მოკლებული 24 სანტიმეტრის წყალობით თავს კომფორტულად გრძნობს და ყველა სამოსში მიმზიდველია. დღეს მას ისეთი წვრილი წელი აქვს, რომ ბევრ მოდელს შეშურდება, თუმცა, გოგონა კორსეტის გამოყენებაზე უარის თქმას არ აპირებს და სურს, უფრო მეტად წვრილი წელი ჰქონდეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს