დედოფალმა BBC-ს თანამშრომლებს ზომბები უწოდა

დედოფალმა BBC-ს თანამშრომლებს ზომბები უწოდა

რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II BBC-ს სათაო ოფისს ეწვია, რათა ტელე-რადიო კომპანიის ახალი შენობა მოენახულებინა.

რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დედოფალს ძალიან სწყენია კორპორაციის თანამშრომლების უცერემონიო დახვედრა. მან BBC-ს თანამშრომლებს ზომბები უწოდა.

ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დედოფლის ვიზიტი ძალიან ცუდად იყო ორგანიზებული. BBC-ს თანამშრომლებმა როგორც კი დედოფალი დაინახეს, მიატოვეს სამუშაო ადგილები და ელიზაბეტ მეორეს ყველგან უკან დასდევდნენ, თან აპარატებითა და ტელეფონებით ფოტოებს უღებდნენ. სწორედ ასეთი ქცევის გამო დედოფალმა ისინი "ზომბებს" შეადარა.

ტელეკომპანიის წარმომადგენელმა უკვე მოიხადეს ბოდიში მათი თანამშრომლების ქცევის გამო და აღნიშნეს, რომ მათ მხოლოდ მისი უმაღლესობის თბილად დახვედრა სურდათ.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს