შვეიცარიაში ქურდებს პოლიციის მანქანით აშინებენ

შვეიცარიაში ქურდებს პოლიციის მანქანით აშინებენ

შვეიცარიაში კრიმინალს უჩვეულო მეთოდით ებრძვიან. ძვირადღირებული დაცვისა და მცველების დაქირავების ნაცვლად, შვეიცარიელები პოლიციის მანქანას ქირაობენ, ქუჩაში აყენებენ და სახლს დიდი ხნით მშვიდად ტოვებენ; თუმცა ეს პოლიციის ნამდვილი მანქანა არ არის. ის უბრალოდ, გადაღებილია. მანქანის დანახვისას ბინის გაძარცვის სურვილი ყველა ქურდს უქრება.

შვეიცარიელი მეწარმე, ანდრეს ბირერის კომპანიაში ჩვეულებრივ ავტომობილებს შვეიცარიის პოლიციის ფერებში ღებავენ, ციმციმას უმონტაჟებენ და კვირაში 270 დოლარად აქირავებენ. კომპანიაში ყოველთვის ბევრი კლიენტია - განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ადგილობრივები ხანგრძლივ შვებულებას იღებენ და ქალაქგარეთ დასასვენებლად მიდიან.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს