მიეჩვევიან თუ არა ქუთაისის მერიის თანამშრომლები ადრე ადგომას?

მიეჩვევიან თუ არა ქუთაისის მერიის თანამშრომლები ადრე ადგომას?

ქუთაისის მერიის თანამშრომლებისთვის სამუშაო დღე უჩვეულოდ ადრე, 9 საათზე დაიწყო. რაც ქალაქის ახალი მერის მიერ დაგეგმილ თათბირს უკავშირდებოდა. დიმიტრი კოპალიანს მერიის სამსახურის უფროსებსა და ქალაქის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჰქონდა.

ქუთაისის მერიაში სამუშაო გრაფიკის არარსებობა ყოველთვის კრიტიკის საგანი იყო. ეს საკითხი ქუთაისის ახალმა მერმა, ქალაქის მერის პოსტზე არჩევისთანავე გააკრიტიკა. მისი თქმით, სამუშაო დღე მინიმუმ 8 საათს უნდა მოიცავდეს. ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაინერგება ქუთაისის მერიაში სამუშაო გრაფიკის ახალი სტანდარტები. თუმცა, როგორც თანამშრომლები ვარაუდობენ, ამიერიდან ადრე ადგომა მოუწევთ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა