სურამის კურორტზე ბუზები და ბზიკები გელოდებათ

სურამის კურორტზე ბუზები და ბზიკები გელოდებათ

ხაშურის რაიონის დაბა სურამში დამსვენებლები უკვე გამოჩნდნენ, თუმცა სტუმრებს სამთო-კლიმატური კურორტი მოუმზადებელი დახვდათ. სურამში დასვენების მსურველებს ადგილზე ანტისანიტარია, გადათხრილი გზები და მოუწესრიგებელი კანალიზაცია ელოდებათ. ამის მიუხედავად, საცხოვრებელი სახლების ჭიშკართან წარწერები - "ქირავდება" ახლაც გამოკრულია.

ადგილობრივების თქმით, დაბაში ანტისანიტარიის გამო ბუზები და ბზიკები მომრავლდნენ, ამ საკითხის მოგვარებას კი ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ. ხოლო დამსვენებლები თავს იმით იმშვიდებენ, რომ ეს პრობლემა ზოგადად ქართველების სენია: "ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი. მთავრობამ რაც უნდა გააკეთოს, მაინც დავყრით ნაგავს, ამას არაფერი ეშველება", - ამბობს დამსვენებელი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა