თამარ ჩერგოლეიშვილი - იმედია, ოდესმე საქართველოდან შვილების გახიზვნა არ დაგვჭირდება

თამარ ჩერგოლეიშვილი - იმედია, ოდესმე საქართველოდან შვილების გახიზვნა არ დაგვჭირდება

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილმა, კატო კოპალეიშვილმა სტრასბურგში ლიცეუმის მეათე კლასი დახურა. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"კატულიმ მეათე კლასი დახურა. მისი კლასი, მისი ლიცეუმის წინ

ეგოისტურად ვიქცევი, მაგრამ მაგრად მიხარია ისეთ გარემოში რომ იზრდება, სადაც ჰომოსექსუალიზმის ჰაერწვეთოვანი გზით გადადების არ ეშინიათ, პირადობის მოწმობებში მხეცის ნიშნებს არ ეძებენ და რელიგიურ უმცირესობებს ლოცვას არ უშლიან.

იმედია, ოდესმე საქართველოდან შვილების გახიზვნა არ დაგვჭირდება, იგივე გარემოს ძიებაში", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს