ქალი სუნამოს თერმოსით იპარავდა

ქალი სუნამოს თერმოსით იპარავდა

რუსეთში, ქალაქ ტულაში პარფიუმერული პროდუქციის საწყობის თანამშრომელი დააკავეს, რომელიც სუნამოებს იპარავდა. დანაშაულის ჩასადენად იგი თერმოსს იყენებდა: ხანდახან ქალი სუნამოს პირდაპირ კონტეინერში ასხამდა, ზოგჯერ კი მასში ბოთლებს ალაგებდა.

თანამშრომელს სამუშაო ადგილიდან სუნამოები ყოველდღე გაჰქონდა. ამასთან, დაცვის წევრებს მასთან კითხვები არ გასჩენიათ, რადგან გასვლისას მას ზედმეტი არაფერი ჰქონდა. გაირკვა, რომ ქალს თერმოსით ყავა შეჰქონდა, სამუშაო დღის განმავლობაში სასმელს სვამდა და მოგვიანებით ცარიელ ჭურჭელს სუნამოთი ავსებდა.

რამდენი ხნის განმავლობაში იპარავდა ქალი სუნამოს, უცნობია. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები პარფიუმერიის საწყობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას ადგენენ.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს