კლავიატურაზე ჩაძინებულმა ბანკის თანამშრომელმა 222222222,22 ევრო გადარიცხა

კლავიატურაზე ჩაძინებულმა ბანკის თანამშრომელმა 222222222,22 ევრო გადარიცხა

გერმანიაში ბანკის თანამშრომელს სამსახურში მუშაობისას კლავიატურაზე ჩაეძინა და 222 მლნ ევრო უნებურად გადარიცხა.

მამაკაცს 64,2 ევრო უნდა გადაერიცხა, მაგრამ ჩათვლიმა და ხელები კლავიატურაზე დარჩა. ძილში ღილაკ "2"-ზე დაჭერით მან ანგარიში 222222222,22 ევრომდე "გაზარდა". შეცდომა მალე აღმოაჩინეს და გამოასწორეს. ბანკის თანამშრომელი, რომელმაც გადარიცხვა დაადასტურა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი 2012 წლის აპრილში მოხდა. რა ბედი ეწია ჩაძინებულ თანამშრომელს, უცნობია.

მომზადებულია BBC News-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს