ორი შვილის დედა 30 წელია ადამიანის სისხლს სვამს

ორი შვილის დედა 30 წელია ადამიანის სისხლს სვამს

პენსილვანიის შტატის მკვიდრი ჯულია კეპლსი 30 წელია სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად თვეში 2 ლ ადამიანის დონორულ სისხლს სვამს. 45 წლის ჯულიას ორი შვილი და მეუღლე ჰყავს. მისი თქმით, ამ უჩვეულო რაციონის მიმართ ლტოლვა პირველი კოცნის შემდეგ გაუჩნდა.

კეპლსმა სისხლს გემო პირველად 15 წლის ასაკში გაუსინჯა, როდესაც "ბოიფრენდს" შემთხვევით უკბინა. მალე გოგონას წითელი სითხის მიმართ ნამდვილი ლტოლვა გაუჩნდა, მოგვიანებით კი ჩვევა დამოკიდებულებად ექცა.

"ეს რაღაც გაურკვეველმა ინსტინქტმა მაიძულა. როდესაც კანს ვუკბინე, მაშინვე ეს მიმზიდველი გემო შევიგრძენი, - იხენებს ჯულია, - სამწუხაროდ, ამ "კოცნის" შემდეგ ჩემი საყვარელი აღარ გამოჩენილა".

ახლა კეპლსი იძულებულია დონორის სისხლი დალიოს, რათა თავი კარგად იგრძნოს. მისი თქმით, თუ სისხლს დიდი ხნის განმავლობაში არ სვამს, ეს მის განწყობაზე უარყოფითად აისახება, ხოლო მისი სილამაზე ჭკნობას იწყებს.

"ვიცი, რომ ადამიანის სისხლი არც ისე ნოყიერია, მაგრამ მისი რეგულარული მიღებით თავს უკეთ ვგრძნობ სულიერადაც და ფიზიკურადაც", - აცხადებს კეპლსი.

მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ჯულია იმ ადამიანებს უკავშირდება, რომლებიც მზად არიან მისთვის საკუთარი სისხლის გაიღონ. გარდა ამისა, ის სისხლს ოკულტურ მაღაზიებშიც ყიდულობს, რომლებიც მის მშობლიურ ქალაქშია.

ამერიკელი დარწმუნებულია, რომ მისი ცხოვრება ვამპირიზმთან არის დაკავშირებული. მომავალი მეუღლე, დონალდ ლაზაროვიჩი სწორედ ვამპირებისა და ადამიანის სისხლის მიმართ საერთო ინტერესების წყალობით გაიცნო. მათი ქორწინებაც შესაბამისი იყო: სახლი გოთიკურ სტილში, საზეიმო კუბოებით იყო მორთული.

დაქორწინებას და შვილების გაჩენას ჯულიასთვის ხელი არ შეუშლია სისხლის რეგულარულ მოხმარებაში. მეუღლის თქმით, რომელმაც "ვამპირიზმზე" ცოტა ხნის წინ თავად თქვა უარი, 11 წლის ალექსიმ და 24 წლის არიელმა დედის მისწრაფების შესახებ იციან, თუმცა საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

"მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ის ვალდებული არაა ჩემს მაგალითს მიბაძოს, - ამბობს დონალდი, - უჩვეულო გატაცება ჯულიას ხელს არ უშლის, იყოს შესანიშნავი დედა და კარგი მეუღლე".

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს