მოდაში ფერადი საქორწინო კაბები შემოდის

მოდაში ფერადი საქორწინო კაბები შემოდის

მოდაში ფერადი საქორწინო კაბები შემოდის. საკურთხეველთან ცისფერ, ვარდისფერ და წითელ კაბაში მისვლას, სულ უფრო მეტი პატარძალი ანიჭებს უპირატესობას.

მაგალითად, ვარსკვლავები, რიზ უიზერსპუნი, ენ ჰეტევეი და გვინეტ პელტროუ ვარდისფერ კაბებში გამოწყობილები გათხოვდნენ. ასევე მკვეთრი ვარდისფერი საპატარძლო კაბა აირჩია ჯასტინ ტიმბერლეიკის მეუღლემ, მსახიობმა ჯესიკა ბილმა.

გამოკითხვის თანახმად, რომელშიც მონაწილეობა 18-24 წლის ქალებმა მიიღეს, ქალების 27% უპირატესობას ფერად კაბას ანიჭებს. ყოველ მეათე პატარძალს სურვილი აქვს, წითელი კაბით გათხოვდეს.

აღსანიშნავია, რომ ფერად კაბებს ახალგაზრდა გოგონები ანიჭებენ უპირატესობას. 35-45 წლის ქალები თვლიან, რომ საქორწინო კაბა აუცილებლად თეთრი უნდა იყოს.

კვლევის მიხედვით, კაბის ფერს პატარძლისთვის სიმბოლური დატვირთვაც აქვს. წითელს ქალბატონები სიხარულის ფერად მიიჩნევენ, ხოლო ყვითელი საქორწინო კაბა ბედნიერებასთან ასოცირდება.

გამოკითხვაში მონაწილეობა მამაკაცებმაც მიიღეს, თუმცა შედეგები არც ისეთი სახარბიელო აღმოჩნდა, გამოკითხულ მამაკაცთა უმეტესობამ საქორწინო კაბის სასურველ ფერად, მათი საყვარელი ფეხბურთის გუნდის ფერი დაასახელა.

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს