"ნაცმოძრაობის" წევრი "ფეისბუქის" სტატუსის გაზიარების გამო დაკითხეს

"ნაცმოძრაობის" წევრი "ფეისბუქის" სტატუსის გაზიარების გამო დაკითხეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი ხმელიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სამართალდამცავების მიერ მისი დაკითხვის ფაქტს ეხმაურება.

"მოკლედ ვზივარ სახლში და გაისმა ტელეფონის ხმა - გიორგი ხმელიძე ხართ? კი-მეთქი. აი, მოვალთ და უნდა წამოგვყვე დასაკითხათო, მოვიდნენ, უწყება არ ჰქონდათ და გაუშვი, არ წავყევი! დამირეკეს კიდე, უწყება მოგიტანეთ, ჩაიბარეო, ჩავედი ეზოში, ჩავიბარე უწყება 20:07 და დაბარებული ვიყავი 20:30-ზე. რა არი, მე ვუთხარი, რეაქტიული ვარ თუ რა არის. არაო, ეხლა უნდა მოხვიდეთო. კაი-მეთქი, ავედი სახლში, ჩავიცვი და წავედი, დამიბარეს კონტრტერორისტულ რაღაცა სამმართველოში, მოდულის შენობასთან, ხოდა, მომთხოვეს ინფორმაცია ბერას სტატუსზე, საიდან იციო რო ბერას სტუდიაში დამზადდაო? მე კი არ ვიცი, ესე ეწერა და მე გავაზიარეთქო ანუ შენ დაწერეო, არა გავაზიარე-მეთქი, სად იდოო არ მახსოვს, აი ჯგუფი იყო, არ მახსოვს აი, ისა აი, ესა ჰოე. მე უთხარი გავაზიარე, გავაზიარეეეეეეეე !!! ხოდა, სადღაც 2 საათი ვწერდით ჩვენებას, რო მე არაფერი ინფორმაცია არ მაქვს, მე არ დამიწერია და რო მე უბრალოდ გავაზიარე და კიდე ხო, ისიც დავწერეთ რო ის კლიპი მე არ დამიმზადებია და არ გამივრცელებია! :))))) რავი, შეიძლება, 11 სექტემბერი ჩემი ჩადენილი როარაა, ეგეც ჩავწერეთ, აღარ მახსოვს :)))) ძირითადად, აზრი ეს იყო საუბრის! მუხლი, რა მუხლითაა ძიება-თქო და არაა მუხლი, არ წერია ხოდა, მე დავარქვი ბერას მუხლი! მოკლედ არაფერი, კარგადაა ყველაფერი ათჯერ შემართებით ვაგრძელებ საქართველოს სამსახურს, ერთგარი დამუხტვაც კი იყო ჩემი, ნუ გეშინიათ და ნერვიულობთ! მაგათი კი არა, მამალი მგლის არ მეშინია, მაგრად მკიდია ქოცეთი! ყველა მაგრად მიყვარხართ, ისეთი მხარდაჭერა ვიგრძენი, ენით ვერ აგიღწერთ გაიხარეთ, იცოცხლეთ, იბედნიერეთ! გკოცნით ყველას, მიყვარხართ, თქვენთან ვარ ბოლომდე!", - წერს გიორგი ხმელიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გუშინ 2 საათის განმავლობაში ე.წ.მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, სამართალდამცველებს ინფორმაცია "ფეისბუქით" გავრცელებულ იმ ვიდეოზე ჰქონდათ, სადაც ნათქვამია, რომ ჯიჰადის მუქარისშემცველი ვიდეო ბერა ივანიშვილის სტუდიაში აიტვირთა.

გიორგი ხმელიძის განცხადებით, მან სამართალდამცავთა კითხვებს ამომწურავად უპასუხა და განუმარტა, რომ ინფორმაცია სხვა გვერდიდან გააზიარა.

მოდულის შენობასთან მის დასაცავად "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც იმყოფებოდნენ.

"მოწმის სახით დამიბარეს, იმის გამო რომ "ფეისბუქში" გავაზიარე სტატუსი, სადაც ეწერა, რომ ჯიჰადის მუქარისშემცელი ვიდეო ბერას სტუდიაში დამზადდა. კითხვები ჰქონდათ, იყო თუ არა ჩემი დაწერილი ეს სტატუსი, მაგრამ მე ვუპასუხე, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ გავიზიარე. ჩემი დაწერილი არ იყო. მე ინფორმაცია არ მქონდა, ჩვეულებრივი ტექსტი ვნახე ავდექი და გავაზიარე", - განაცხადა გორგი ხმელიძემ.

"კიდე დამკითხეთ!

აი ამის გულისთვის დამკითხეს!

ბერაააააააააააააააააააააააააააააა გარეპე ერთი ჩემზე შენი უნიჭო, ჩლიფინა, უგემოვნო, გოიმური რეპით!", - წერს გორგი ხმელიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს