ოზურგეთში პრემიერ-მინისტრის ჩასვლას ითხოვენ

ოზურგეთში პრემიერ-მინისტრის ჩასვლას ითხოვენ

ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ საზოგადოებრივ დარბაზთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ირაკლი მელაშვილი და ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე შარაშენიძე ესწრებოდნენ. საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა ოზურგეთში არსებულ პრობლემებზე და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიებზე ღიად ისაუბრეს, შეხვედრას დაპირისპირებაც მოყვა.

საზოგადოებაში ყველაზე მეტი უკმაყოფილება გამგებლის მისამართით არსებობს. კოალიცია "ქართული ოცნების" რამდენიმე მხარდამჭერმა, ოზურგეთის გამგებელი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან გარიგებაში დაადანაშაულა. დამსწრე საზოგადოების ნაწილმა მათი პრობლემების გაცნობისა და მოგვარებისთვის ბიძინა ივანიშვილის ოზურგეთში ჩასვლაც კი მოითხოვა.

"დღემდე არ მოწესრიგებულა ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები. ვითხოვთ ოზურგეთში ჩამოვიდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნახოს, რა ხდება ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ისევ ის მდგომარეობა ყოფილიყო ოზურგეთში, რაც "ნაციონალების" მმართველობის დროს იყო", - განაცხადა შეხვედრაზე ნუგზარ გიორგაძემ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა