დედამიწის ყველაზე მხცოვანი მკვიდრი, იაპონელი ძიროემონ კიმურა 116 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1897 წლის 19 აპრილს დაბადებულმა კიმურამ მსოფლიოში უხუცესი ადამიანის წოდება ჯერ კიდევ 2012 წლის 28 დეკემბერს მიიღო, როდესაც მას 115 წელი და 253 დღე შეუსრულდა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. სიცოცხლის ხანგრძლივობით წინა მიღწევა აშშ-ში ემიგრირებულ დანიელ კრისტიან მორტესენს ეკუთნოდა, რომელიც 1998 წელს გარდაიცვალა.
გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, კიმურას შემდეგ მსოფლიოში უხუცესი ადამიანის წოდება ასევე იაპონელ მისაო ოკავს ეკუთვნის, რომელმაც მარტში 115 წლის იუბილე აღნიშნა.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.