თამარ ჩერგოლეიშვილი - "ასე გავფრინდებით - აუცილებლად"

თამარ ჩერგოლეიშვილი - "ასე გავფრინდებით - აუცილებლად"

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის "წინსვლისთვის" საჭირო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით რჩევებს "ფეისბუქით" აძლევს.

"სდიეთ კუდიანებს, ბ-ნო ბიძინა;

მიეცით საშუალება ბრბოს ქუჩაში არბიოს ხალხი;

შრომის კოდექსზე 15 წუთი დახარჯეთ, ეკონომიკურ პოლიტიკაზე - არცერთი;

სამაგიეროდ ალასანიაზე იჭორავეთ ბევრი და შეთქმულების თეორიები ხლართეთ, როგორ მოქრთამა ბოკერიამ Washington Post-ი;

ბიზნესთან შუამავლად ვინმე ხუხაშვილი დანიშნეთ;

სამართლიანობის აღდგენის მოტივით, ბიზნესმენები ერთმანეთს გადაკიდეთ;

პოლიტიკური ოპონენტები ციხეში გამოკეტეთ;

იარეთ საერთაშორისო ფორუმებზე და "ჩაარწმუნეთ" დამსწრეები, რომ სააკაშვილი ყველას ატყუებდა ქართული ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების თაობაზე;

კრიმინალები და კანონიერი ქურდები გაათავისუფლეთ, ხოლო მოსახლეობას მოთხოვეთ, გაგებით მოეკიდოს გაზრდილ დანაშაულს.

ასე გავფრინდებით - აუცილებლად", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს