სენაკის საკრებულოში სიტუაცია უმართავია?

სენაკის საკრებულოში სიტუაცია უმართავია?

სენაკის საკრებულოს 19 -მა წევრმა, რაც საკრებულოს უმრავლესობას შეადგენს, თავმჯდომარის მურად შამათავას გადადგომის მოთხოვნით, თავად თავმჯდომარეს წერილობით მიმართეს. თუმცა მურად შამათავა მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

სენაკის საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რაიონში სიტუაცია უმართავი გახდა. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა კავშირი - ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ინგა ქარდავამ ბიძინა ივანიშვილს საგანგებო მიმართვა გაუგზავნა. წერილის ავტორი პრემიერ-მინისტრს სენაკისთვის ყურადღების მიქცევასა და სიტუაციის მოგვარებას სთხოვს. "ბატონო პრემიერო, მოგმართავთ თხოვნით, მიხედოთ სენაკის რაიონს, სადაც სიტუაციას მართავენ ერთეულები, რომელსაც სათავეში უდგას სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მისაბიშვილი. მისი მიზანია ადგილობრივ ხელისუფლებას მოაშოროს ის ძალები, რომლებიც მთელი 9 წლის განმავლობაში ებრძოდნენ მიხეილ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მინდა გთხოვოთ, ზედმიწევნით მოიკითხოთ სამეგრელოში, კერძოდ კი სენაკში, აბაშასა და მარტვილის რაიონში მიმდინარე მოვლენები. დეპუტატებსა და მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდოთ, ნუ ჩაერევიან მუნიციპალური თვითმმართველობების საქმიანობაში", - ნათქვამია მიმართვაში.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა