მსოფლიოში ყველაზე გრძელი ულვაში

მსოფლიოში ყველაზე გრძელი ულვაში

58 წლის რამ საინ ჩოჰანი რაჯასტანში ცხოვრობს და უკვე 40 წელია ულვაშს იზრდის. მისი ულვაშების სიგრძე 4.3 მეტრს აღწევს, თუმცა ჯიუტი ინდოელი მიღწეული შედეგით არ კმაყოფილდება. წელს მას "მსოფლიოში ყველაზე გრძელი ულვაშის მქონე ადამიანის" ტიტული მიენიჭა და გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა.

"ასაკთან ერთად ჰორმონები სუსტდება და თმის ზრდის პროცესი ნელდება. ამიტომ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, თმის ზრდა მცირე ასაკში უნდა დაიწყოთ", - აცხადებს რეკორდსმენი.

თავიდან რამი ხშირად კამათობდა ცოლთან, რომელსაც აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ მისი მეუღლე ძალიან დიდ დროს უთმობდა ულვაშების მოვლას. გარდა ამისა, ქუჩაში გამვლელები გამუდმებით მას მიჩერებოდნენ ან შეკითხვებით მოსვენებას არ აძლევდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც საინ ჩოჰანი რამდენიმე ბოლივუდურ ფილმში გადაიღეს და პოპულარობა მოიპოვა, ცოლის დამოკიდებულებაც შეიცვალა. ის ახლა მეუღლის ულვაშებს "ოჯახის წევრად" მიიჩნევს.

რამისთვის ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მისი შვილი მამის გატაცებას არ იზიარებს და ულვაშის გაზრდას არ აპირებს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს