ნარკომანი ძაღლი

ნარკომანი ძაღლი

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მცხოვრები მოპსის ჯიშის 18 თვის ძაღლი ბასილი პატრონებმა ნარკომანად აქციეს.

პატრონები ცხოველს დიდი დოზით მარიხუანას აძლევდნენ. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ ძაღლის შესახებ შეიტყო. ვეტერინარები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ნარკოტიკისგან გაძვალტყავებული და სიკვდილის პირას მისული ბასილი ნახეს. ცხოველს კანის, მხედველობისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემა აქვს. დაავადებული ცხოველი, ფაქტობრივად, კუნთის გარეშეა.

ის ამჟამად ძაღლების დაცვის ორგანიზაცია Saffron On The Hill-ის ოჯახში ცხოვრობს და მისი გამოჯანმრთელების კურსი წარმატებით მიმდინარეობს. უკეთესი თვალსაჩინოებისთვის, ბასილი მოპსის ჯიშის სხვა ძაღლებთან ერთად გადაიღეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს