ალინა კაბაევა - იდეალური მამაკაცი ვიპოვე

ალინა კაბაევა - იდეალური მამაკაცი ვიპოვე

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა და ყოფილმა ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევამ პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. tsn.ua-ს ინფორმაციით, რუსულ ტელეარხ ТВЦ-ზე ერთ-ერთ გადაცემაში ყოფილმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ საკუთარი ოცნების მამაკაცს შეხვდა, თუმცა მისი ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში საყვარელ მამაკაცთან დაოჯახების საწინააღმდეგოც არაფერი აქვს.

გადაცემაში სუვოროვის სახელობის სასწავლებლის მოსწავლემ ალინა კაბაევას ჰკითხა, თუ ვისზე ისურვებდა გათხოვებას.

"მასზე, ვისიც ყველაფერი მომწონს. მამაკაცის იდეალს შევხვდი. თავს იმდენად კარგად ვგრძნობ, რომ მეშინია კიდეც", - აღნიშნა კაბაევამ.

ყოფილ სპორტსმენს რუსეთის პრეზიდენტთან რომანს დიდი ხანია მიაწერენ. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაბაევამ პუტინს ქალ-ვაჟიც გაუჩინა.

6 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა მეუღლესთან განქორწინების შესახებ განაცხადა.

მომზადებულია tsn.ua-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: ალინა კაბაევა - პუტინის იდუმალი საყვარელი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს