ქართულ ტურისტულ პოტენციალს გააჩნია შესაძლებლობა, რომ რუსულ ბაზარზე მსხვილი სეგმენტი დაიკავოს

ქართულ ტურისტულ პოტენციალს გააჩნია შესაძლებლობა, რომ რუსულ ბაზარზე მსხვილი სეგმენტი დაიკავოს

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს აქვს დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთის ბაზარზე მსხვილი სეგმენტი დაიკავოს, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი, გიორგი სიგუა აცხადებს.

სიგუას განმარტებით, წლების განმავლობაში რუსეთში ანტიქართული რიტორიკა ისმოდა, რომ საქართველო იყო "ჩაბნელებული, ჩაშავებული და ტერორისტებით გაძეძგილი ქვეყანა".

"არ ვიცი, ეს ხელს ვის აძლევდა. ჩვენ რუს წამყვან ჟურნალისტებს იმიტომ ვმასპინძლობთ, რომ ამ მიმართულებით ინფორმაცია გაჯანსაღდეს. ასევე რამდენიმე დღის წინ გავაცილეთ რუსეთის 20 წამყვანი ტუროპერატორის წარმომადგენლები, რომლებიც გაოცებულებული დარჩნენ და აღნიშნეს, რომ რუს ტურისტებს საქართველოს სახით სამოთხე ელოდებათ. ისინი ქართულ ღირსშესანიშნაობებს თავიანთ ტურისტულ პაკეტებში აუცილებლად შეიტანენ. ქართულ ტურისტულ პოტენციალს გააჩნია შესაძლებლობა, რომ რუსულ ბაზარზე მსხვილი სეგმენტი დაიკავოს. რუსი ჟურნალისტები დაგვეხმარებიან რომ პოტენციურმა ტურისტებმა საქართველოს შესახებ სწორი ინფორმაცია მიიღონ", - აღნიშნა გიორგი სიგუამ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში რუსული მედიის წარმომადგენლები უკვე ხუთი დღეა იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში მათ უკვე მოინახულეს თბილისი, მცხეთა, გორი, ბორჯომი, ახალციხე და კახეთი.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ