გორში ნასვამი მამაკაცი ხიდან ჩამოვარდნას გადაარჩინეს

გორში ნასვამი მამაკაცი ხიდან ჩამოვარდნას გადაარჩინეს

გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში ინციდენტი მოხდა. როგორც ინციდენტის თვითმხილველები ყვებიან, მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ნაძვის ხეზე რამდენჯერმე ავიდა, ბოლოს კი ტოტებზე ჩამოეკიდა. ამის გამო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, ხოლო ცენტრალური ქუჩა დაახლოებით 15 წუთით გადაკეტეს.

"ჯერ ხის კენწეროდან რაღაცეებს ისროდა, შემდეგ დავინახე, რომ ვარდებოდა. იძულებული გავხდი საპატრულო პოლიციისთვის გამომეძახებინა", - ამბობს თვითმხილველი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა