სოციალურად დაუცველი ქალბატონი გამოსახლების შიშმა იმსხვერპლა

სოციალურად დაუცველი ქალბატონი გამოსახლების შიშმა იმსხვერპლა

ქუთაისში, ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 58 წლის მანანა ბერეკაშვილს, შენობიდან გამოსახლების შიშით, გული გაუსკდა. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, ბერეკაშვილი საავადმყოფოში მკურნალობდა, ხოლო როდესაც შესაძლო გამოსახლების ამბავი გაიგო, ინერვიულა და გული გაუსკდა.

"გარდაცვლილს არავინ ჰყავს, ამიტომ ჩვენ უნდა დავკრძალოთ. თუმცა, არავინ ვმუშაობთ და 20-20 თეთრს ვკრებთ, რომ მიცვალებული ყინულში ჩავდოთ. ყურადღებას ვითხოვთ და არავინ გვაქცევს. თუ ასე გაგრძელდა, მიცვალებულს მერიაში მივასვენებთ", - აცხადებენ ყოფილ სამხატვრო სკოლაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა