ჯინსის შორტი მობილური ტელეფონის ელემენტს მუხტავს

ჯინსის შორტი მობილური ტელეფონის ელემენტს მუხტავს

საუტჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და სატელეფონო კომპანია Vodafone-ის თანამშრომლებმა ჯინსის შორტი შექმნეს, რომელიც მობილური ტელეფონის ელემენტს მუხტავს. ჯინსის შორტების ორიგინალური კოლექციით მომხმარებელი უკვე დაინტერესდა.

ჯინსის უკანა ჯიბეში განთავსებული მოწყობილობა ადამიანის სხეულის სითბურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის, რომლითაც ტელეფონი იმუხტება.

"ხშირად, მობილური ტელეფონის ელემენტი ყველაზე შეუფერებელ დროს ჯდება. ასეთი შორტის ტარების შემთხვევაში ამ უსიამოვნებას თავიდან იოლად აიცილებთ", - ამბობენ კომპანიაში.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს