ლამბალოს სკოლის ადგილზე ისევ ნანგრევებია

ლამბალოს სკოლის ადგილზე ისევ ნანგრევებია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი 900-მდე მოსწავლე სწავლობს, 2006 წლიდან კერძო პირებისგან ნაქირავებ სათავსოებში მუშაობს. მოსწავლეებს გაკვეთილები იმ ოთახებში უტარდებათ, სადაც ადრე ბოსელი იყო.

სკოლის ძველ შენობას, დაახლოებით, 2 წლის წინ ჩაუტარდა დემონტაჟი, მაგრამ სკოლის ტერიტორიაზე ჯერ ისევ მხოლოდ ნანგრევებია. მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი ლამბალოში სტუმრობისას მოსწავლეებს სკოლის აშენებას ახალი სასწავლო წლისთვის დაპირდა, მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ კომისია ამ დროისთვის ლამბალოს სკოლის პროექტს სწავლობს და ეს პროცესი დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. სწორედ ამის შემდეგ განისაზღვრება, თუ რა თანხა დასჭირდება სკოლის მშენებლობას და რომელი კომპანიები მიიღებენ ტენდერში მონაწილეობას. სკოლის დირექციის ვარაუდით, ახალ სკოლაში გადასვლა 2013-14 სასწავლო წლის, მეორე სემესტრიდან იქნება შესაძლებელი.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა