საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი 100 ათას ლარს მიიღებს

საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი 100 ათას ლარს მიიღებს

საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ერთჯერადი დახმარების სახით ნაცვლად 15 ათასისა, 100 ათას ლარს მიიღებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ოფიციალურ "ფეისბუქზე" მიმართვა გავრცელდა.

"ჯარისკაცი თავისი სიცოცხლის ფასად იცავს სამშობლოს, სამშობლომ უნდა დაიცვას მისი ოჯახი სახელმწიფოს ღირსების საქმეა ღირსეულად დააფასოს ყველა ის გმირი, ჩვენი შვილები თუ მამები, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავი გაწირა. სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი 7 გმირი, მივაბარეთ მიწას. გაცნობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციტივას, რომელსაც საქართველოს მთავრობამ დაუჭირა მხარი, ჩვენი გმირი ბიჭის ოჯახების მხარდაჭერის შესახებ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ყველა გმირის ოჯახი დაწყებული აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებიდან და დასრულებული დღეს მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებით, მიიღებენ ყოველთვიურად 1000 ლარს. ეს ცვლილება განხორციელდება ორ ეტაპად, დაიწყება 2014 წელს და 2015 წელს დასრულდება. ასევე ცვლილებები შედის კანონში სამხედრო მოსამსხურის შესახებ. ამიერიდან, საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ნაცვლად 15 ათასისა, მიიღებს 100 ათას ლარს ერთჯერად დახმარებას. საქართველოს შეიარაღებული ძალების დევიზია - სამშობლო, ღირსება, ერთგულება. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად დაფასდნენ ის გმირები, ვინც ჩვენ სამშობლოს ბოლომდე უერთგულა", - აღნიშნულია მიმართვაში.

"ინტერპრესნიუსი"

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?