ყველაზე ჭკვიანი და ცნობილი ქერა ქალბატონები

ყველაზე ჭკვიანი და ცნობილი ქერა ქალბატონები

31 მაისს მთელ მსოფლიოში აღინიშნა ქერა ქალბატონების დღე. სწორედ ამ დღეს გაიხსენეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და ყველაზე ჭკვიანი ქერა ქალბატონები. დიახ, ჭკვიანები, რადგან ქერა ქალბატონების ჭკუა ხშირად დგებოდა ეჭვქვეშ და ქერა თმა სისულელესთან ასოცირდებოდა.

მსოფლიოს კინოეკრანებზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ლეგენდარული და აღიარებული ქერა ლამაზმანი მერილინ მონრო იყო. ის ეკრანის მთავარი ქერა მზეთუნახავია, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ არ იყო სულელი და უფრო მეტის გაკეთება შეეძლო კინოში. თუმცა ამის დამტკიცების საშუალება არავინ მისცა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ყველაზე ცნობილი ქერა ქალბატონი სინამდვილეში ბუნებრივად მუქთმიანი ნორმა ჯინ ბეიკერი იყო, რომელმაც კინოში წარმატების მისაღწევად შეიღება თმა ქერად და მერილინ მონრო დაირქვა. მერილინის მერე კინოში მრავლად ყოფილა ქერა ქალბატონები - ბუნებრივად ქერებიც და შეღებილებიც. მათ შორის აღსანიშნავია თუნდაც შერონ სტოუნი, მიშელ პფაიფერი, სკარლეტ იოჰანსონი და სხვები.

ჭკვიან ქერა ქალბატონებს შორისაა ნიკოლ-რეინ ლეპოტი, ფრანგი მათემატიკოსი და ასტრონომი, რომელიც XVI საუკუნეში მოღვაწეობდა და მის სახელს ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენა თუ გამოთვლა უკავშირდება. მადამ ლეპოტი ისეთი ჭკვიანი და მშვენიერი იყო, რომ მისი სახელი მოგვიანებით არაერთ მშვენიერ ყვავილს დაარქვეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს