ჩინეთში "ქვის კერძების" გამოფენა გაიმართა

ჩინეთში "ქვის კერძების" გამოფენა გაიმართა

ჩინეთში უჩვეულო გამოფენა გაიმართა, რომელზეც ფერადი ქვებით შექმნილი "კერძები" წარადგინეს. ექსპონატებს შორის იყო ქვის "შემწვარი ხორცი", "სპაგეტი" და "ხილი". ნამუშევრების შესაქმნელად გამოყენებული ყველა ქვა რელიეფის ბუნებრივი წარმონაქმნია.

ჩინეთის მთიანი რეგიონების მაცხოვრებლები დიდ დროს უთმობენ უნიკალური ქვების შეგროვებას. გარდა ამისა, ზოგი საკუთარი კოლექციის შესავსებად ქვებს ადგილობრივ მაღაზიებშიც ეძებს, რომლებიც ფერადი ქვებით ვაჭრობენ.

"ქვის კერძების ბანკეტი" ძველი ტრადიციაა, რომელიც ყოველთვის იპყრობს ტურისტებისა და მასმედიის ყურადღებას. სწორედ ამის გამო კოლექციონერობის ეს სახეობა პოპულარობას არ კარგავს. მაგალითად, ქალაქ ლიუჩჟოუში 100 000-მდე ადამიანი მთელ თავისუფალ დროს ასეთი უნიკალური ქვების შეგროვებას უთმობს.

"ქვის კერძების" გამოფენა ქალაქის მთავარ მუზეუმში ყოველწლიურად იმართება.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს