ხილბოსტნეული წინა წელთან შედარებით 10%-ით ძვირია

ხილბოსტნეული წინა წელთან შედარებით 10%-ით ძვირია

ხილბოსტნეული 2012 წელთან შედარებით 10%-ით ძვირია. მოვაჭრეების ინფორმაცით, წელს კიტრი და პომიდორი წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50 თეთრით ძვირია, რაც მათივე თქმით, უამინდობისა და ცუდი მოსავლის შედეგია. მოვაჭრეების განმარტებით, წელს გაზაფხულზე ბოსტნეულის დეფიციტი შეინიშნებოდა, რასაც ფასების ზრდა მოყვა. ამ დროისთვის, ძირითადად, იმპორტირებული ბოსტნეულია ბაზარზე და მარაგები საკმარისია, თუმცა ფასები ისევ მაღალი რჩება. მათივე ვარუდით, ადგილობრივი ხილბოსტნეულის შემოსვლის შემდეგ ფასები დაიკლებს.

"ივლისსა და აგვისტოში ძირითადად ადგილობრივი ბოსტნეული შემოდის და იაფდება", - აცხადებენ მოვაჭრეები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, მაისში 0,7%-იანი თვიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე - გაძვირდა ხილი, ყურძენი, ბოსტნეული და ბაღჩეული, რაც სეზონური მოვლენაა.

ამ დროისთვის კიტრისა და პომიდვრის გასაყიდი ფასი კილოგრამზე 1 ლარიდან 1.50-ლარამდე მერყეობს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ