რაში ადანაშაულებენ სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობოები?

რაში ადანაშაულებენ სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობოები?

ახალციხეში ვეტერინარიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე ფერმერები და ვეტერინარები ესწრებოდნენ.

მთავარი ყურადღება ვეტერინარებსა და ფერმერებს შორის ურთიერთობას დაეთმო. შეხვედრაზე ითქვა რომ, ფერმერები ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში სახელმწიფოს უფრო აწუხებენ, ვიდრე კერძო ვეტერინარებს. ამის შესაცვლელად კი, მათ ცნობიერების ამაღლება სჭირდებათ. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული აცრები, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარებაა და დანაშაულია, რომ  ფერმერებმა ეს არ იციან. პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ ფერმერები საკუთარ მეურნეობებს ბიზნესად არ განიხილავენ. ამიტომ უნდა მიეჩვიონ ფერმერები თავიანთ მეურნეობებზე ზრუნვას. თუმცა, ამ ცნობიერების ჩამოყალიბება სახელმწიფოს ევალება.

"ის ყოფა, რომელშიც ვართ სახელმწიფო პოლიტიკის ბრალია. დღეს არ არსებობს კერძო ვეტერინარული სექტორი, ამიტომ ფერმერმა თვითონ აიღო ხელში შპრიცი და ვაქცინა. დღეს სახელმწიფო ვერ ჩაატარებს ანალიზს პირუტყვის დაავადებების შესახებ, რადგან არ იციან რამდენი სული საქონელია აცრილი ემკარზე, პასტერელოზზე. ამიტომ პირდაპირ ფერმერს ვერ დაავალდებულებ რიგი პირობების დაცვას, საამისოდ მათ ჯერ გარემო სახელმწიფომ უნდა შეუქმნას", - აცხადებს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია IAAD -ის ხელმძღვანელი, ვეტერინარი ამირან კოჩალიძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა