მარიამ საჯაია - "სკანდალური" ინფორმაციების გავრცელება "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოების გადაფარვის მიზნით ხდება

მარიამ საჯაია - "სკანდალური" ინფორმაციების გავრცელება "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოების გადაფარვის მიზნით ხდება

"ახალ-ახალი "სკანდალური" ინფორმაციების გავრცელება "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოების გადაფარვის მიზნით ხდება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"კითხვის ნიშნები იზრდება ე.წ. "თალიბანის" ვიდეოებთან დაკავშირებით. მაშინ, როცა შს მინისტრი აცხადებს, რომ IP მისამართი იდენტიფიცირებულია, წარმოიდგინეთ რა სისწრაფით მოძებნიდნენ ვიდეოების ამტვირთავს, კვალს რომ მათთვის დაინტერესებულ პირ(ებ)ამდე არ მივყავდეთ.

ბოლო რამდენიმე დღეა მოდის ახალ-ახალი "სკანდალური" ინფორმაციები რათა გადაფარონ ეს თემა:

- ვიდეოების დამზადება-ატვირთვა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან - დადასტურებული ჭორაობა!

- პრეზიდენტის მფრინავის მიერ ტერორიზმში ბრალდებულის შეფარება - დადასტურებული ჭორაობა!

- ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების განმტკიცებისათვის - დადასტურებული საკანონმდებლო ინიციატივა!", - წერს საჯაია.

"ამ ვიდეოს წარმომავლობას არაფერი აქვს საერთო "თალიბანთან", არსებული მონაცემებით, ვიდეო ატვირთულია საქართველოდან, IP მისამართი იდენტიფიცირებულია, ასევე დადგენილია ადგილმდებარეობა. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მასში ჩართულია FBI და ასევე აქტიურად გვეხმარება ისრაელის მხარე", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. ჯიჰადის მუქარის ვიდეორგოლების თაობაზე უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წევრების რეპლიკები, რომ გამოძიება ნელი ტემპით მიმდინარეობს, ნიშნავს იმას, რომ მათ ან წარმოდგენა არ აქვთ გამოძიებაზე ან ეს არის პიარზე გათვლილი განცხადებები, რაც არაადეკვატური და არაკომპეტენტურია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს